|
ღვინის აღმართს ავუყევი ქალაქური ღიღინით, შემეგება მეგობარი სიმღერით და ღიღინით.
ბოროტს როგორ გაივლებს, ვეფერები შეყვარებულ ჩახუტებულ აივნებს.
ჩემო საგალობელო, დედასავით ნათელო, შენთანა ვარ ფიქრით და შენთანა ვარ ოცნებით, შენთვის დავილოცები ჩემო დედა თბილისო..
მოშრიალე ჭადარი, მხარს გიმშვენებს ძმა-ბიჭების მოქეიფე ამქარი.
გული მუდამ შენ გიხმობს, აბა, როგორ არ გიმღერო, სიმღერა ხარ შენ თვითონ.
ჩემო საგალობელო, დედასავით ნათელო, შენთანა ვარ ფიქრით და შენთანა ვარ ოცნებით, შენთვის დავილოცები ჩემო დედა თბილისო... |


