|
ქალაქის კარად თვით ცისარტყელა - თბილისის ცაზე მოლივლივე სხივთა თილისმა. რამდენი ძმა მყავს! შინ ძმასავით მიმიღებს ყველა. როგორ გაზრდილა! დე, იზარდოს მარად თბილისმა!
გმირთა მემკვიდრე დღეს შენებით არის გართული; ფოლადის ხერხი გრანიტის ქვას კუთხავს და ღარავს - რომ ზედ ოსტატმა ამოკვეთოს ვაზი ქართული.
და ათასწლოვან მხრებს ისწორებს დედაქალაქი. |


