კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 07:07

 

დავყურებ ჩემი ბავშვობის ქალაქს

ძველი უბნების

წითელ კრამიტებს.

დიდება შენდა სიკეთის ძალავ -

ძარღვებში რამხელა სითბო დამინთე!


ბაღი ქარებმა ყვითლად ლადაქეს,

როს ფოთოლცვენა 

მოჰყვა ირისებს,

- ას კაცში ვიცნობ ყველა ქალაქელს

თვალდახუჭული ვიგრნობ თბილისელს.


ვისი შვილი ხარ

ეს სულ ერთია,

ამ ცით, ამ მიწით იყავ დღეგრძელი!

მე შენს სიმღერას

ძველს და სევდიანს,

სული ვუბერე როგორც შევძელი!


თუ მის გაზაფხულს

ჩემსავით ელი,

და თუ ჩემსავით შლეგი იყავი

- მოდი, ძმასავით მომხვიე ხელი,

მოდი და თბილი სიტყვა მითხარი!


არ აკლდა ჟამი

და კმევა აკმედ

ურდოთა, მტერთა, ავისმზრახველთა...

მისი შვენება

დღეს იქცა საქმედ,

საქმედ, მომავლის გადასახედად!


დღეს ქუდზე კაცი იქითკენ მიდის,

თუ მასში კაცის

არის მისხალი,

- სად გული ბავშვის

და სიბრძნე დიდის

დგას ბედის მარად შეურიგალი!


წაიღო მტკვარმა 

მავანთ „ქველობა“

და ჭიქით ყალბად ნაჭიკჭიკარი....

- კურთხევა მარად

მის ქართველობას,

ვისაც ქვეყნისთვის ეწვის ჯიგარი!


ვის მუხლზე უდევს

წიგნი ზნეობის,

ბნელის და ნათლის

ნაღდი ტიხარი,

როს საქმით და არ პირმოთნეობით

ქვას ქვა ედება,

ფიქალს-ფიქალი!


მარად ეფინოს პირიმზე დილის

მის მწეს და ქომაგს,

ყველას, ვინც არის!

- მაშ, გაუმარჯოს ამ ბებერ თბილისს,

არცრა მქონია სხვა საფიცარი!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - რეზო ამაშუკელი  • • •   რეზო ამაშუკელის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen