კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
სამშაბათი, 17 ნოემბერი 2026 04:49

 

 

სადღეგრძელო იყოს მისი,

ვინც ოცნებით იწოდა,

ვინც პოეტის მარადისი

აღტაცება იცოდა.


მოდიოდა ერთზე ასი -

გზა გვშვენოდა დიდების,

ჩვენ დავცალოთ ყველამ თასი

ბედთან არ დარიდების!


სადღეგრძელო იყოს მისი,

ვინც შიშმა ვერ დახარა.

ავდგეთ ფეხზე და თბილისი

ვადღეგრძელოთ ჭაღარა.


ამგზნებელი ჟრუანტელი

ვის სისხლში არ ენთება,

ოდეს მისი დღევანდელი

გული გაახსენდება.


იყოს მისი მთა და ველი

ჩვენი ზრუნვის საგანი,

რომ დაინთოს ერთი ძველი,

ძველი გრიგალთაგანი.


მის კარებთან გვეჩვენება

ჩრდილი არევ-დარევით

რომ წყევლა და შეჩვენება

დახვდეს მეგობარივით.


თითქოს კარი დარაზოდეს,

სურთ თბილისის მიგნება.

არასოდეს, არასოდეს!

ის სხვისი არ იქნება.


აქ სიცოცხლე და ხალისი 

ვის სხვად არ ესვენება -

სადღეგრძელო იყოს მისი

და დიდებით ხსენება!

 

სადღეგრძელო იყოს მისი

სადღეგრძელო იყოს მისი,

ვინც ოცნებით იწოდა,

ვინც პოეტის მარადისი

აღტაცება იცოდა.


მოდიოდა ერთზე ასი,

გზა გვშვენოდა დიდების,

ჩვენ დავცალოთ ყველამ თასი

ბედთან არ დარიდების.


სადღეგრძელო იყოს მისი,

ვინც შიშმა ვერ დაჰხარა.

ავდგეთ ფეხზე! ჩვენ თბილისი

ვადღეგრძელოთ ჭაღარა.


აქ სიცოცხლე და ხალისი

ვის სხვად არ ესვენება,

სადღეგრძელო იყოს მისი

და დიდებით ხსენება!


პოეზიის გვერდი   • • •     • • •   გალაკტიონ ტაბიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen