კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 07:32

 

ვისიმე (ვინმეს) ნათქვამი შეიძლება გადმოიცეს უცვლელად სიტყვასიტყვით.

ბულბულმა თქვა: „მე არა ვარ  მ ე ო მ ა რ ი  ფ რ ი ნ ვ ე ლ ი“.

აქ ბულბულის ნათქვამი გადმოცემულია უცვლელად. სიტყვასიტყვით.

უცვლელად გადმოცემული ვისიმე ნათქვამს პირდაპირი ნათქვამი ჰქვია.

მაშასადამე, „მე არა ვარ მეომარი ფრინველი“ პირდაპირი ნათქვამია.

პირდაპირ ნათქვამს ჩვეულებრივ ახლავს ავტორის სიტყვები, რომლებიც მიგვითითებენ, ვის ეკუთვნის პირდაპირი ნათქვამი. ჩვენს მაგალითში ავტორის სიტყვებია „ბულბულმა თქვა“, რომელიც გვაგებინებს, რომ პირდაპირი ნათქვამი ბულბულს ეკუთვნის.

დასახელებული მაგალითში ავტორის სიტყვები უსწრებს პირდაპირ ნათქვამს, მაგრამ შეიძლება მოსდევდეს მას. მაგ.: „მე არა ვარ მეომარი ფრინველი“, - თქვა ბულბულმა.

სავარჯიშო 1. წაიკითხეთ მაგალითები გამომეტყველებით და აღნიშნეთ: ა) რომელია პირდაპირი ნათქვამი და რომელი - ავტორის სიტყვები; ბ) ავტორის სიტყვები უსწრებს პირდაპირ ნათქვამს, თუ მოსდევს მას.

1. - რად ამოიკვნესე? - ჰკითხა შვილმა. (ვაჟა).

2. კურდღელმა თქვა: „ჩირგვში ვზივარ“. (ხალხ.).

3. იაკობ გოგებაშვილი ერთგან წერს: „დედაენა არის ენა სულისა და გულისა“.

4. - კურდღელი მართალს ბრძანებს, - წრუწუნებდა - თაგვი (რაზ.).

5. რაზმეულის ხელმძღვანელმა რომ გაიგო ეს ამბავი, თქვა: „რას ცხარობთ, ყმაწვილებო, დაანებეთ კამათს თავი“. (გრიშ.).

6. ბოლოს ჰკითხა მან: „ვინა ხარ, შვილო?“ (ჭავ.).

სავარჯიშო 2. შეადგინეთ პირდაპირი ნათქვამის შემცველი ორი წინადადება და ჩაიწერეთ რვეულში.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen