კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 07:39

 

ყოველი წარმოთქმული სიტყვა, ბგერებისაგან შედგება. ბგერა ჩვენი მეტყველების უმცირესი, უმარტივესი ნაწილია, იგი აღარ დაიშლება.

სიტყვა შეიძლება თვალით დასანახი ნიშნებითაც გამოიიხატოს. ამ ნიშნებს ასოები ჰქვია. მაგ: მზე სამი ბგერისაგან შედგება და წერილობით სამი ნიშნით, ე. ი. სამი ასოთი არის გადმოცემული.

ასო არის ბგერის დაწერილი ნიშანი. ბგერა წარმოითქმება, ასო კი იწერება (ან იბეჭდება): ბგერა გვესმის, ასოს კი ვხედავთ. ამიტომ წარმოთქმული სიტყვა ბგერებისაგან შედგება, დაწერილი - ასოებისაგან.

თანამედროვე სალიტერატურო ქართულში 33 ბგერაა. თითოეულ ბგერას საკუთარი წერილობითი ნიშანი აქვს. ამიტომ ასოც ოცდაცამეტია.

სავარჯიშო 1. გამოარკვიეთ, რამდენი სიტყვისაგან შედგება ქვემოთ მოყვანილი ლექსი, რამდენი ბგერისაგან - თითოეული სიტყვა და რამდენ-რამდენი ასოთია ისინი წერილობით გამოხატული.

"გადათეთრდა მთა და ბარი,

თოვლის ფიფქი დასრიალებს,

კურდღელი კი ბუჩქის ძირას

შიშისაგან ნაბავს თვალებს."

ი. გრიშაშვილი

სავარჯიშო 2. მოიფიქრეთ და დაწერეთ სიტყვები, რომლებშიც იქნება 2, 3, 4, 5, 6, 7, 8, 9, 10 ბგერა. თითოზე ორ-ორი მაგალითი.

ნ ი მ უ შ ი: ის, ხე ძმა, რკო; დედა, მამა; მერხი, ხერხი; კედელი, პატარა; ბულბული, საქათმე; მერცხალი, მხიარული; გაზაფხული, ღრუბლიანი; შემოფრინდა, გადაწითლდა.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen