კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 07:39

 

სამყაროში არსებობს უამრავი ბგერა თუ ბგერათმიმდევრობა.

ბგერა შეიძლება იყოს ფიზიკური (წკარუნი, რახუნი, ჩუხჩუხი, შრიალი...) და ბიოლოგიური, რომელსაც ცოცხალი არსებები - ცხოველები და ადამიანები გამოსცემენ.

ბგერათმიმდევრობა შეიძლება იყოს დაუნაწევრებელი და დანაწევრებული; 

დაუნაწევრებელია (ცხოველურია): ყვირილი, ღრიალი, წივილი, ყეფა, ჭიხვინი, ხველება, კვნესა...

დანაწევრებულია (ადამიანურია): მარცვალი, სიტყვა, წინადადება, ტექსტი...

ბგერა, რომელიც სიტყვის ნაწილია, ს ა მ ე ტ ყ ვ ე ლ ო  ბგერაა. იგი წარმოიქმნება საწარმოთქმო ორგანოების საშუალებით.

საწარმოთქმო ორგანოებია: ფ ი ლ ტ ვ ე ბ ი,  საიდანაც ჰაერი ამოდის, ს ა ს უ ნ თ ქ ი  მ ი ლ ი,  ხ ო რ ხ ი  ხ მ ი ს  ს ი მ ე ბ ი თ,  პ ი რ ი ს  ღ რ უ,  ე ნ ა,  ბ ა გ ე ე ბ ი,  კ ბ ი ლ ე ბ ი,  ქ ვ ე დ ა  ყ ბ ა,  ც ხ ვ ი რ ი ს  ღ რ უ...

ამათგან  ე ნ ა,  ბ ა გ ე ე ბ ი,  ქ ვ ე დ ა  ყ ბ ა,  ს ა ხ მ ო  ს ი მ ე ბ ი  მოქმედი, აქტიური ორგანოებია.

სარკეში რომ ჩავიხედოთ და წარმოვთქვათ რამდენიმე ბგერა, ადვილად შევნიშნავთ, რომ სხვადასხვა ბგერის წარმოქმნაში საწარმოთქმო ორგანოების მონაწილეობა მეტ-ნაკლებად სხვადასხვაგვარია.

 

ბგერათა წარმოქმნა

 

 

საწარმოთქმო ორგანოები:

 

1 - ფილტვები, 

2 - სასუნთქი მილი, 

3 - ხორხი სახმო სიმებით, 

4 - პირის ღრუ, 

5 - ენა, 

6 - ბაგეები, 

7 - კბილები, 

8 - ცხვირის ღრუ, 

9 - ქვედა ყბა.

ისრით ნაჩვენებია ის გზა, რომელსაც გაივლის ფილტვებიდან ამონასუნთქი ჰაერი ბგერათა წარმოქმნისას.

მეორე სურათზე ისარი უჩვენებს, რომ ზოგიერთი ბგერის (მაგ.: მ-სა და ნ-ს) წარმოთქმისას ჰაერის ნაწილი ცხვირის ღრუში გამოდის, რასაც ადვილად შევამჩნევთ, თუ ამ ბგერების წარმოთქმისას ცხვირზე მოვიჭერთ ხელს.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen