კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ორშაბათი, 16 ნოემბერი 2026 04:51

 

მარცვალი არის ერთი ხმოვანი ან ჯგუფი ხმოვნისა და თანხმოვნისა (ან: ხმოვნისა და თანხმოვნებისა), რომლებიც ჰაერის ერთი ტალღის ამოღებით წარმოითქმის.

სიტყვაში იმდენი მარცვალია, რამდენი ხმოვანიცაა მასში. მაგალითად,  ძ  მ  ა  ერთ ხმოვანს შეიცავს და ერთმარცვლიანი სიტყვაა,  დ ე დ ა  ორ ხმოვანს შეიცავს და მარცვალიც - ორია.

დავალება: გამოარკვიეთ, რამდენი მარცვალს შეიცავს ქვემოთ დაბეჭდილი თითოეული სიტყვა. აღნიშნეთ, რომელი მარცვალია მარტო ხმოვნით გადმოცემული, რომელი - ხმოვნითა და თანხმოვნით და რომელი - ხმოვნითა და თანხმოვნებით.

ცა, დღე, ცხრა, ცეცხლს; დროშა, კაცმა; საათი, სიწითლე; გაიარა, გაიტანა; მატარებელი, გააათკეცა; აღმაშენებელი, დამაარსებელი.

სავარჯიშო 1. სიტყვები დამარცვლეთ და ისე გადაიწერეთ ქვემოთ მოყვანილი ნაწყვეტი. აღნიშნეთ, რამდენი მარცვლისაგან შედგება თითოეული სიტყვა და რამდენი ბგერისაგან - თითოეული მარცვალი;

"ჭრელი პეპელა დაათრო და გააბრუა იამა,

მას მიეპარა ყმაწვილი, დაიჭირა და იამა."

ა. წერეთელი

სავარჯიშო 2. მშობლიური ლიტერატურის სახელმძღვანელოდან ამოიწერეთ ერთ-, ორ-, სამ-, ოთხ-, ხუთ-, ექვს- და შვიდმარცვლიანი სიტყვები (თითოეულზე სამ-სამი). სიტყვები დამარცვლეთ.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen