კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 24 სექტემბერი 2026 17:18

თუ -ზე და -ზე დაბოლოებულ ფუძეებს ხმოვნით დაწყებულ ბოლოსართს დავურთავთ, ეს ხმოვნები შეიძლება ამოღებულ იქნეს.

მაგალითად, ა-ზე და ე-ზე დაბოლოებული ფუძეებია დედა და მებაღე, მაგრამ ეს ხმოვნები ჩამოშორდება ზოგიერთი ხმოვნით დაწყებული ბოლოსართის დართვისას: დედ-ის, დედ-ით, მებაღ-ით.

ამ მოვლენას  ხ მ ო ვ ნ ი ს  შ ე კ ვ ე ც ა (კ ვ ე ც ა)  ეწოდება.

ფუძეს, რომელსაც ხმოვანი ეკვეცება, კვეცადი ჰქვია.


სავარჯიშო 1. წაიკითხეთ მაგალითები და აღნიშნეთ დაყოფით დაბეჭდილ სიტყვებში რომელი ხმოვანია შეკვეცილი.

1. შევხარი ჰაერს და  მ ზ ი ს  სხივებს  მ თ ი ს  ბალახივით. (ი. აბაშ).

2. ამ ტ ყ ი ს პირს ხშირად სეირნობდა ხოლმე  ქ ა რ თ ვ ე ლ ა ძ ი ს  სახლობა. (გოგ).

3. წინ მოუძღოდა ფიცხელა, განთქმული  ს ი მ ა რ დ ი თ, გ უ ლ ა დ ო ბ ი თ  და  გ ა მ ბ ე დ ა ო ბ ი თ. (ვაჟა).

4. ყ უ მ ბ ა რ ი ს  ნატეხმა მის მოხუც ცოლს მკლავი მოჰგლიჯა. (რ. ჯაფ.).

5. იმისი ყურები სასაცილოა თავისი  ს ი პ ა ტ ა რ ა ვ ი თ. (გაბ.)

6. და ჩვენ კი ხ ტ ო მ ი თ, მ ღ ე რ ი თ, ძახილით / მოვგროვდებოდით მ თ ი ს  ც ი ვ წყაროზე. (ჭავ.)


სავარჯიშო 2. წაიკითხეთ ქვემოთ მოყვანილი სახელები და აღნიშნეთ, რომელ ხმოვანზე ბოლოვდება ფუძე და იკვეცება თუ არა ეს ხმოვანი -ის და -ით ბოლოსართების დართვისას.

დაფა, მეურნე, მიწა, მესაათე, ძმა, რძე, ია, მდინარე, ტყვია, კლდე, მამა, საქათმე, ცა, მცენარე, ხე, და.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen