კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
სამშაბათი, 17 ნოემბერი 2026 06:06

 

კილოს რაობა

 

კილო არის ზმნის ფორმა, რომელიც გვიჩვენებს, თუ როგორ უნდა იქნეს გაგებული მთქმელის მიერ დასახელებული მოქმედება: როგორც ნამდვილი ფაქტი, თუ როგორც შესაძლებელი ან შესასრულებელი.

ამის მიხედვით კილო სამია ქართულში: თხრობითი, კავშირებითი და ბრძანებითი,

თ რ ო ბ ი თ ი  კილო გადმოგვცემს ისეთ მოქმედებას, რომელიც ნამდვილად ხდება ახლა, მოხდება მომავალში ან ხდებოდა (მოხდა ან მომხდარა) წარსულში. მაგალითები: ხატავს, დახატავს, ხატავდა, დახატა, დაუხატავს.

კ ა ვ შ ი რ ე ბ ი თ ი  კილო გამოხატავს ისეთ მოქმედებას, რომელიც შესაძლებელია მომხდარიყო, ხდებოდეს ან მოხდეს: (რომ) ხატავდეს, (რომ) დახატოს. (რომ) დაეხატოს.

ბ რ ძ ა ნ ე ბ ი თ ი  კილო გვიჩვენებს, რომ მთქმელის სურვილი უნდა იქნეს შესრულებული იმ პირის მიერ, ვისაც ის მიმართავს: წაიღე! გააკეთე! არ წახვიდე! წაიღოს! გააკეთოს!


სავარჯიშო 1. წაიკითხეთ მაგალითები და გამოარკვიეთ, რომელი კილოს ფორმებია ნახმარი და როგორია ეს ფორმები დროის მიხედვით.

1. ღამით ცა ქუხდა, გრგვინავდა, მთებს მოედრიკათ თავიო; ტყეს გასდიოდა ფოთოლი, ზღვა ბობოქარობს შავიო (ვაჟა).

2. ილევა ბინდი ღამისა, ცაზე ვარსკვლავნი ქრებიან (ვაჟა).

3. მე ჩონგური მისთვის მინდა, რომ სიმართლეს მსახურებდეს, განამტკიცოს აზრი წმინდა, გულს სიწმინდით ახურებდეს (წერ.)

4. მეგობრებო, წინ, წინ გასწით, ნუ შედრკება თქვენი გული (ევდ.)

5. მზეო, ამოდი, მოდი, ნუ ეფარები გორასა: სიცივეს კაცი მოუკლავს, საწყალი აგერ გორავსა (ხალხ.).


სავარჯიშო 2. გადაიწერეთ მაგალითები. თხრობითი კილოს ფორმებს გაუსვით ქვეშ ერთი ხაზი, კავშირებითისას - ორი, ბრძანებითი კილოსას კი - კლაკნილი.

1. ვისაც მოუკლავს, ის მოკლავს ნადირსა მაღლის მთისასა (ხალ).

2. უნდა ვხნა, ვთესო, ვიშრომო და გამოვკვებო ქვეყანა (ვაჟა).

3. კაკო, ნუ სწყრები! (ჭავ.).

4. გაფრინდა მერცხალი, გაშალა ფრთები, გაინავარდა და სიხარულის ჭიკჭიკით ჰაერი შეათრთოლა (ყაზ.).

5. მისთვის არ ვმღერ, რომ ვიმღერო ვით ფრინველმა გარეგანმა, არა მარტო ტკბილ ხმებისთვის გამომგზავნა ქვეყნად ცამა (ჭავ.).

ნ. ვინ დათვალოს ზღვაში ქვიშა და ან ცაზე ვარსკვლავები? ვინ შეამკოს ღირსსეულად ქართველ გმირთა მხარ-მკლავები? ვინ მოგვითხრას მათი საქმე უთვალავი, საგმირონი? (წერ).

 

ბრძანებითი კილოს გამოხატვა

 

ბრძანებითი კილო, როგორც ვიცით, გვიჩვენებს, რომ მთქმელის სურვილი უნდა იქნეს შესრულებული. მთქმელი პირველი პირია, ხოლო შემსრულებელი წარმოდგენილია უმეტესად მეორე ან მესამე პირად (ორივე რიცხვში).

ებრძანება  მ ე ო რ ე  პირს: დახატე! დახატეთ!

ებრძანება მ ე ს ა მ ე  პ ი რ ს დახატოს! დახატონ!

შეიძლება ებრძანოს პ ი რ ვ ე ლ პირსაც, თუ ეს პირი მრავლობით რიცხვშია: დავხატოთ! გავაკეთოთ!

ბრძანებითი ფორმა ორგვარია: წ ა რ თ ქ მ ი თ ი  და  უკუ თ ქ მ ი თ ი. წართქმითი მოითხოვს მოქმედების შესრულებას, უკუთქმითი ბრძანებითი კი აკრძალვას წარმოადგენს. მაგალითად, წართქმითია: აკეთე! აკეთეთ! უკუთქმითია: არ აკეთო! ნუ აკეთებ!

უკუთქმითს ყოველთვის ახლავს ნაწილაკი ნუ ან არ. მაგალითად, წართქმითია: დახატე! დახატეთ უკუთქმითია: ნუ დახატავ! ნუ დახატავთ! არ დახატო! არ დახატოთ.

ბრძანებითი ფორმა დროის მიხედვით ორგვარია - ახლანდელია (ნუ წერ!), ან მომავალი (დაწერე!).

ბრძანებითი ფორმა, გარდა საკუთრივ ბრძანებისა, თხოვნასა და ხვეწნა-მუდარასაც გამოხატავს, მაგრამ მათ შორის ფორმის მიხედვით არ არის განსხვავება და ყველა ბრძანებითი კილოს ფორმაა.


სავარჯიშო 1. გადაიწერეთ მაგალითები. წართქმითი ბრძანებითის ფორმა გაუსვით ქვეშ ერთი ხაზი, უკუთქმითისას კი - ორი. აღნიშნეთ (ზეპირად), რომელი პირისადმია მიმართული ბრძანება და რომელი რიცხვის ფორმით.

1. ზღვაო, აღელდი, აღელდი, ქარტეხილს დაემორჩილე! აამთაგორე ტალღები კიდეებს გადააცილე! (წერ.).

2. ეგრე ადვილად ნუ არცხვენ ჩემს ხმალს და იმის პატრონს ნუ ეძახი მხდალს! ეგრე ნუ მძრახავ... (ჭავ.).

3. კარში გამოდი, ჯოყოლა, წყნარად ნუ წევხარ კერასა! (ვაჟა).

4. დათიკო შენი ჭირიმე, ხიფათს ნუ შემამთხვევ, ცოდვაში ნუ გამხვევ! (ჭავ.).

5. ფრთხილად, თავპირი არ დაიმტვრიოთ (ვაჟა.).


სავარჯიშო 2. წაიკითხეთ მაგალითები. გამოყავით ზმნები და დაახასიათეთ ისინი დროის, ასპექტისა და კილოს მიხედვით.

1. თოფის ხმამ დაიარა მთები და კლდეები, ხის ფოთლებმა და მცენარეებმა კანკალი დაიწყეს, ბოლი გაერთხა ნამიან ბალახს) (ვაჟა).

2. იზარდე, მწვანე ჯეჯილო, დაპურდი, გახდი ყანაო! იკურთხოს იმის მარჯვენა, ვინც გთესა, მოგიყვანაო! ზეცამ გიგზავნოს ცვარ-ნამი, მზემ შუქი გფინოს თანაო; ქარმა გაღელვოს ზღვასავით, მწყრებმა მოგძახონ ნანაო! ამაღლდი, თავი დაისხი, ჯეჯილო, ნორჩო ყანაო, იმისი საზრდო შეიქენ, ვინც გთესა, მოგიყვანაო! (დავ.).

3. დიდი ღმერთის საკურთხევლის, მისთვის ღვივის ცეცხლი გულში, რომ ერისა მოძმედ ვიყო ჭმუნვასა და სიხარულში, ერის წყლული მაჩნდეს წყლულად, მეწოდეს მის ტანჯვით სული, მის ბედით და უბედობით დამედაგოს მტკიცე გული (ჭავ.).

4. ვცდილობ, რომ ლაღად ვიმღერო, სიტყვა გავლესო ცხელია (ვაჟა).

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen