კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
სამშაბათი, 17 ნოემბერი 2026 08:10

 

მოხუცებული მოამაგე, საქმით რჩეული,

დღემდე სკოლისკენ მიილტვოდა რვეულით, წიგნით.

დღეს დაუძლურდა, რუკას, დაფას, ცარცს შეჩვეული

თვის კარ-მიდამოს იშვიათად შორდება იგი.


სამოცი წელი მოსწავლისკენ ეჭირა თვალი,

მოტყდა, მოდუნდა, მის ახლობლებს ეს სევდას გვრიდა.

ურჩიეს: - წმინდად მოგიხდია ხალხის წინ ვალი,

აწ დაისვენე, შენს მეგობრებს იცოცხლო გვინდა.


წლებმა იძალა, და სურვილი - იგი რომ სკოლას

კუბოს კარამდე არ გაყროდა - ვერ გაიტანა.

გადაიღალა, ფრთა შეკვეცა დღეების სრბოლამ,

დაიმორჩილა დიდი სული გულმა პატარამ...


ახლა დროდადრო ის ეზოში თოხით თუ ბარით

უახლოვდება ვენახს, ხეხილს ხალისით, ეშხით.

და საღამო ჟამს, თუკი არ ჰქრის მსუსხავი ქარი,

ის აივანზე გამოჩნდება გაზეთით ხელში.


მოულოდნელად ჭიშკრის ჭრიალს თუ მოჰკრა ყური,

დაკეცავს გაზეთს, ძირს ჩამოსწევს ფრთხილად სათვალეს.

აფუსფუსდება გაურკვევლად, გახარებული

მომავალ სტუმრებს დაკვირვებით შეათვალთვალებს.


და ის სტუმრები, გაბრწყინებულ სახით მღიმარნი,

მისი ყოფილი მოსწავლენი თუ იქნებიან,

მის აღტაცებას, მის სიხარულს არ აქვს საზღვარი,

ბევრჯერ მათ იგი ცრემლმორევით შემოხვევია.


და ასე ტკბილად, უხმაუროდ განაგრძობს სოფლად

სიცოცხლეს თვისას ღრმა მოხუცი, სულით მზიანი.

ხალხი პატივს სცემს, ის ხალხს უყვარს, თავს არ გრძნობს ობლად

საყვარელი და ღვაწლმოსილი ადამიანი.


მხოლოდ დილით კი, როს კისკისით და ჟრიამულით

სკოლისკენ იტლვის თვალცქრიალა ბავშვების წყება,

ააცახცახებს განუყრელი სევდა ფარული,

რომ მათთან ერთად აღარ მიდის... და გული წყდება...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen