კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 05:09

 

თუ რამ შემორჩა გულს ნათელი,

ნაღდი და კარგი,

დღეს თუ ვახერხებ

თეთრისაგან შავის გარჩევას,

თუ დიდ სიმღერას,

მივუმატე სულ მცირე ჰანგი,

ჰანგი, რომელიც ვინმეს მაინც

გულში ჩარჩება;


ეს შენგანა მაქვს

ჩაკირული და ჩაკვეთილი,

მასწავლებელო,

მკაცრო, მაგრამ მუდამ კეთილო.


მასწავლებელო!

მამავ ჩემო და ჩემო დედავ,

შენი შუქია,

რომ მიმიძღვის ჭირში თუ ლხინში,

ეს შენითაა, -

სიძნელესთან შებმას რომ ვბედავ,

ეს შენ მასწავლე,

არა მქონდეს არაფრის შიში.


არ მავიწყდება

არასოდეს შენი ნათქვამი:

ვიყო კეთილი,

პირდაპირი, ვიყო მართალი.


დღეს, როგორც წინათ,

როცა ჟურნალს ცახცახით გაშლი,

და შუბლზე სხივად

ჩაგეშლება ჭაღარა თმები,

მე უხილავად შემოვდივარ

იმ პირველ კლასში

და, როგორც ბავშვი,

შენს წინაშე კვლავ რიდით ვდგები.


მე, ალბათ, წასულ

ჩემს ბავშვობის დღეებს ვაცილებ,

შენ კი გიბრუნებ

სიჭაბუკეს და სიყმაწვილეს.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen