|
ძველად ქართლის ტკბილ მიწაზე ჩვენს ნათესებს მტერი მკიდა; დღეს შენს ნასროლ ცოდნის მარცვალს რა თავთუხი დაეკიდა!
არ გქონია დრო ხანგრძლივი, მაგრამ მაინც ჩვენს გულებში ჩაანათე შუქის მძივი!
აი, შრომაც ასე უნდა! პირდაპირს და სამართლიანს შეგიყვარებს ხალხი მუდამ!
სუყველაფერს შენა ჰფლობდე; ჩვენს საყვარელ სამშობლოში შეგირდებით ამაყობდე! |
| პოეზიის გვერდი • • • |


