კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
სამშაბათი, 17 ნოემბერი 2026 12:20

 

 

ერთი სახლი ის სახლია,

სადაც  ვცხოვრობთ  ოჯახი,

მეორეც მაქვს - ჩემი სკოლა

და საკლასო ოთახი!


აქ ბევრია ყველაფერი:

მერხი, წიგნი, რვეული!

ბავშვიც ბევრი, ზოგი მშვიდი,   

ზოგიც - გადარეული!


ყველა ერთად ჩვენ დიდ კლასში

ვცხოვრობთ, ვსწავლობთ, ვთამაშობთ.

ხან ვზარმაცობთ, ხან ვბეჯითობთ,

წიგნებს არ ვხევთ არასდროს!


„შეიძლება?" „უკაცრავად!“

„ბოდიში“ და  „მადლობა“

ვიცით, როდის რა უნდა ვთქვათ,

ვიცით შრომაც, გართობაც.


მთელი კლასი მასწავლებლის

მეგობრებად ვითვლებით.

დაბადების დღეზე იგი

გვასაჩუქრებს წიგნებით.


ხეივანიც გავაშენეთ,

გაიხარეს  ნერგებმა.

ისე გვიყვარს ჩვენი მასწი,

მისი თბილი შექებაც.


სიდუმლოდ „სკოდე“ ჰქვია,

ერთხელ ასე შევარქვით.

აბა, ყურში გვიჩურჩულეთ,

არ ჩაგითვლით  შეძახილს!


რა სჯობს ისეთ სკოლას, სადაც

სკოდე-სკომა გველიან?!

ვინც ამ სიტყვებს გამოიცნობს, 

ყოჩაღი და ბრძენია!


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მარიამ წიკლაური  • • •   მარიამ წიკლაურის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen