კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
სამშაბათი, 17 ნოემბერი 2026 08:27



როგორც კი  მოვა ნოემბრის წვიმა

და  ყვითელ ზვინებს ნისლი დამალავს,

მაშინვე მამის საფლავზე მივალ

და  ვნახავ ქცეულს ნააკლდამარად.


ვერ  დაიკავეს გვიმრის ფესვებმა

ცემენტი, ღორღი, თიხა და  სილა,

აწვიმს და... გული დარდით მევსება

მათ გამო, ვისაც ლოდებქვეშ სძინავთ...


წვეთავს და  თითქოს კისერში ჩამდის

წვეთები ცივი და  უამური,

ავზილე ფეხით სიკვდილის ლანდი

და  საყვედური მესმის მამური.


სველდება გვიმრა, სველდება ბარდი,

სველდება ბზის და  ნეკერჩხლის ტოტი,

და  მესმის: „შვილო, ჰო, ახლა წადი,

და  მერე... ერთხელ... ოდესმე... მოდი...

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen