კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ორშაბათი, 16 ნოემბერი 2026 07:02

 

ჩვენი მამები, გმირნი, დიდები,

მამულს ურჩენდნენ ნახმლევ იარებს.

მზეზე ალაზანს რომ ვაკვირდები,

თითქოს ერეკლეს ხმალი პრიალებს.


და გული, გული - გრძნობის საკირე,

სვამს მათ სიყვარულს აზარფეშებით.

ნურვის აოცებს, ნურვის აკვირვებს,

თუ დიდ წინაპრებს აღარ ვეშვებით.


ქრთველი კაცის იცავდნენ სახელს

და სძულდათ ყველა: ცრუ, უსალამო.

ზედ ედებოდნენ წარსულის ნახმლევს,

როგორც მომავალ დღეთა მალამო.


და სანამ იყვნენ, ჰო... მართლაც იყვნენ

ხან მხიარულნი, ხან ნაწამები. 

ვამაყობთ, ხან კი ქადილიც გვიყვარს,

რომ სხვებს არ ჰყავდათ მსგავსი მამები.


და გული ერთ ფიქრს დარდივით იხვევს,

არ ვთქვათ: - მათ მტვრადაც არა ვღირვართო.

მხრებზე შემადგით სიღნაღის ციხე,

რომ გომბორივით წამოვიმართო.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen