ეს რა ხმები აჰყოლია ფანჯარას,
ან ეს სევდა ნეტა რისთვის ავაგე?
ეს ხომ თოვლის ფიფქებია,
ეს ხომ შენი ფიქრებია,
ვიცანი და გავაღე.
მოდით, მოდით, ძვირფასებო,
თქვენ გელოდით ძალიან.
სიყვარული კაცისათვის
ან რა დასამალია.
ფანტელები ისე ნაზად ცვივიან,
მორიდება ან კი როგორ იქნება,
ჩემს თმაშიაც მარგალიტის მძივია,
არეული თოვლის მსუბუქ ფიფქებად.
თუ ფიფქებს არ მოჰყვებოდი,
ფიქრებს რაღას მიგზავნი,
ამოავსეს ჩემი ეზო,
ჩემი სახლის ჭიშკარი.


