კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 06:03

 

უთოვლოდ შემცივდება...

და ვტუქსავ თებერვალს.

მე თოვლის ხელმწიფევარ.

მე თოვლის მეფევარ.


ვგრძნობ გულის ნაპრალებთან

ფიფქების წამწამებს...

რაც გინდათ მაბრალეთდა

რაც გინდათ დამწამეთ!


არ მინდა თავანები -

გზა სულის შეხუთვის...

თოვლს არვის დავანებებ,

თოვლიღა მეკუთვნის.


თუმც ელის აორთქლება

მკვდარ ხსოვნებს ამთელებს.

სულიერ აორტებად

მივიჩნევ ფანტელებს...


სიამე მეცოტავა,

სიმწარე მებევრა...

იცოდეთ, მეცოდვავარ!

მე თოვლის მეფევარ!


თოვლს ვიცავ თავდადებით

ძმა ყველა ფანტელის

და სადაც დავმთავრდები,

დაწყებაც მანდმელის.


ვსვამ ღმერთის ღვინოსავით

ყვავილებს ჭერმისას...

და დროის დინოზავრი

ვერაფერს ვერმიზამს


მე - თოვლის ქამანჩიანს,

სიშიშვლით შეფუთვნილს...

სხვა რაღა გამაჩნია,

თოვლიღა მეკუთვნის...


მე თოვლის რიკულების

სპექტაკლებს ვესწრები,

თოვლიდან მიყურებენ

კოსმოსის ფრესკები...


თოვლია პროცესია

გარდაცვლილ მიწების,

მე თოვლის კოცონზევარ

და ტკბილად ვიწვები.


მე მჭმუჭნის უთოვლობა,

დარდებით დარაზმულს

და თოვლით ვუთოვდები,

უთოვლოდ არამსურს


არც ტანჯვის შემცირება,

არც სულის შებერვა...

მე თოვლის ხელმწიფევარ!

მე თოვლის მეფევარ!

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen