|
სიცივე, თოვლი, ირგვლივ არიან გადათოვლილი მხოლოდ გარემო მოდი, დავიდგათ თოვლის კარავი, მუდამ თოვლით მიუკარებო!
რომ ამ თოვლეთით სული აგვევსო, რომ სიყვარელის მძაფრი წყურვილი თოვლად გვექცია უძვირფასესო?
გულს ყინავს, გულო სითბოს ნატრულობს ჩიტები თოვლზე შავად ცვივიან, - გულში ჩავისვათ და ჩავათბუნოთ.
სცივათ ვარსკვლავებს, ცავ უსასოო... მიწა და ზეცა მიწით მოცულა, რომ მხოლოდ ყინვა დავიმახსოვროთ.
გათოშილია ირგვლივ გარემო, სადაც შენს გარდა არ ჩანს არავინ, მუდამ თოვლივით მიუკარებო. |


