კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 05:47

 

 

თოვლის მაყრების მოსვლა დღეს ქარს არა სჯეროდა

და ვით მთვრალი აშუღი - მავთულებზე მღეროდა;


ეხლა კი სთვლემს ქალაქი და ჩირაღდნებს, და ქუჩებს

თოვლი თეთრი კონცერტით აბრუებს და აყუჩებს;


თოვლი ისე ჩამოდის, თოვლი ისე ცახცახებს,

თითქოს სატრფო ისროდეს აივნიდან ზამბახებს.


და მიტკლისფერ მორევში იძირება კამარა -

თოვლმა ცა და ქვეყანა თეთრად დაასამარა!


მე მივყვები ნამქერსა - ნამქერივით ეული

და ცა მხრებზე მაწვება - ცა ძირს ჩამოწეული.


გზები სულ მთლად წაშლილა - თეთრად გადაბურდული -

სად მივდივარ? - ჩემს გულში შიში იძვრის ქურდული.


გუშინ ღამით ცა იყო ვერცხლის წყლით დაბასმული

და ზედ ქარვები ჰქონდა, წერტილებად დასმული,


მთვარეს ისე მისდევდა ვარსკვლავთ მილიონები,

ვით გაქცეულ ფარაონს - მეამბოხე მონები,


და იღვროდა ნათელი და ჩემს ფართო ფანჯარას -

აწვებოდა სხივები - ხან რიგრიგად - ხან ჯარად.


და მე ნათლად ვხედავდი გზებს, ცისაკენ წარმავალს:

ცაში ანგელოზები იმართავდნენ კარნავალს -


და იქ ღმერთიც მეზმანა უცნაურის ზმანებით:

მან ზეციდან მესროლა შავი ხელთათმანები! -


შევკრთი, ფარდა დავუშვი და სულ იმას ვფიქრობდი,

თუ გულში ამ განცდის ცეცხლს, რომელ ზღვით დავიქრობდი?..


სახლში შიში დამყარდა, კარში ქარი ატირდა -

და გავქვავდი ბურან’ში როგორც კარიატილდა!


ეხლა კი... სთვლემს ქალაქი და ჩირაღდნებს და ქუჩებს -

თოვლი მაქრის კონცერტში აბრუებს და აყუჩებს;


და როს ქარი ღრუბლების ყდას გადაჰხდის მთვარესა -

მთვარე ოდნავ იელვებს და ჰქრება უარესად;


მთვარე თითქოს მეფეა - პორფირ შემოხვეული

და ცდილობს, რომ დაჰფაროს თვის შიშველი სხეული.


ცა კი დაბლა ჩამოდის, ცა რძის ორთქლით ნაბანი,

და იშლება მიწაზე ფარჩის თეთრი საბანი.


და მივდივარ მარტოკა, ვით შეშლილი მაესტრო,

ახ ნეტავი ამ გზაზე ჩემთვის არვის გაესწრო!


და ეს ფიქრი ქარს უსწრებს, როგორც მალი შურდული,

სულში კი თოვლი მოდის და ეჭვი მჩხვლეტს ქურდული!

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen