კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
კვირა, 15 ნოემბერი 2026 06:37

 

ტყეს დაჰხოცოდა შვილები,

საბრალოდ დაღრეჯილიყო,

ჩამოჰცვივნოდა ფოთლები,

მიწაზედ დაფენილიყო.


დარი იყო და თბილოდა...

ხანდახან კიდეც ჰჟინჟლავდა,

რომ მიგეკვლივათ, ბუნება

პირველ გაზაფხულს მიჰგავდა.


დიახ, რომ მსგავსება იცის

საღამომა და დილამა,

და, თუ რამ განსხვავება აქვსთ,

არცთუ იცოდა იამა...


ის ამომძვრალა, გაშლილა,

გაზაფხულს ელის, ეტყობა,

ვაჰმე! საწუთროს ვერ იცნობს,

ის იმას გულით ენდობა!


სიცოცხლის სევდა, ვარამი,

იმისთვის უცნაურია,

საწუთრო მოსწონს, სუყველა

უყვარს, სიცოცხლე სწყურია.


წუთისოფელი იმისთვის

კარგი და მშვენიერია!

საწყალი ია! იხაროს,

ვიდრემდის ბედნიერია!


რომ მნახა, მხიარულადა

ლამაზი თავი დამიკრა.

მე მწარე მოგონებამა

სატირლად გული დამიძრა.


"ერთიც გაავდრდეს, - ვიფიქრე:

მაგას ვინ დაეხმარება?

დაჰთოვლის... დაიღუპება...

ზედ ფიფქი დაეფარება.


ძირს თოვლი ლპობას დაიწყებს

და მაღლა ქარი გრიალსა!

მთა - ქუხილს... ტყე ღრე - ლაწ-ლუწსა,

კორიანტელი - ტრიალსა!"


ნუ ააციებ, უფალო,

თოვლს ნუ მაიყვან დრომდისა,

ეგები იამ იხაროს,

იცოცხლოს მოწყენამდისა.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen