კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ორშაბათი, 16 ნოემბერი 2026 05:52

 

თუთას დაუსხამს კვირტები,

ჩქარა ფოთლებსაც გაშლის,

ალუჩა აყვავებულა,

აკოკრებულა ვაშლი.


ატმის ყვავილის მტევნები

გადმოკიდულან ქინდრად,

ბაიას ოქროს თვალები

ამოუქარგავს მინდვრად.


იებს გულები ნაზამთრი

გადაუშლიათ შვებით,

ენძელა, კენტად ნაზარდი,

მზეზე კეკლუცობს ქებით.


რამდენი გაზაფხულია,

რამდენ ასეულ წლების...

ახლა სხვა სიხარულია,

ცხოვრების განახლების.


მზე დაკაშკაშებს გარემოს,

გვატკბობს პირნაზი მთვარე,

ვიშ, რა კარგი ხარ, სოფელო,

მიწის დოვლათის მხარევ!

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen