|
ბავშვობაში გაზაფხულზე მივდიოდი ერთხელ ტყეში, არაფერი ამნაირი არ მინახავს მე ჩემს დღეში.
ტია-ტია, ჟრიკ-ჟრიკ, ჟრიკ-ჟრიკ... აპრილი კი მართლა ჰგავდა სამოთხიდან მოსულ შიკრიკს,
გავილუმპე თბილი ლეშხით, ტანში გამცრა... გამაჟრჟოლა და მოიღო გულმაც რეჩხი,
ჩიტის ბუდე - უფლის პეშვი... არაფერი ამნაირი არ მიგრძვნია მე ჩემს დღეში... |
| პოეზიის გვერდი • • • |


