|
შემობრიალდა აპრილი სიცოცხლის თეთრი ფრთებითა, ირემი ირემს გაჰყვირის მწვანით დაბურულ მთებიდან.
ვარდ-ყვავილების ზვავებად ნუშს გაუღიმა მოცხარმა, პირველ სყვარულს დანებდა.
და სიხარული მომგვარა, ლექსების დასათესავად იხუვლა რითმის ხორბალმა.
ზეცა მადნება ალერსად ცისკარი მეფათქუნება, როგორაც ჩასულ მთვარესა.
სხივი მოცვივა ფარფატა იმ სხივს ფუნჯივით დავიჭერ აჭარის დასახატავად.
აპრილის თეთრი მერანი და ამ სიყვარულს გადავწერ რიწის ტბის ლურჯი მელანით.
ეს დილა ნასათუთარი, გული რად მინდა უცეცხლო, ან უნაკვერჩხლო ბუხარი.
გომბორზე დავცემ კარავსა, იქედან ავექოჩრები წამოდიდებულ ალაზანს.
თუშეთი მისკენ მეწევა, ღამე ვათიე თრიალეთს, პური გავტეხე მწყემსებთან.
რქაწითლის ფერად თენდება, მოხნულ მიწიდან ხმა მესმის დათესილ მარცვლის ვედრება.
მამული იყოს დღეგრძელად და გაზაფხულის ამ დილით თავზე დავადნე ლექსებად. |


