|
ოცნებით ცხრამთას გადავევლები და ქართლში აპრილს წამოვეწევი, იქ ხომ გაზაფხულს მოაქვს ფერები და დასაწერი ჩემი ლექსები.
მოდის და აბნევს სურნელს პეშვებით, ოცნებით ცხრამთას გადავევლები მივალ, ვნახავ და არ მოვეშვები.
მთებზე ჩანჩქერად როცა ეღვრება ალუჩისა და ატმის ყვავილი შემომაფრინდნენ მხრებზე პეპლებად.
როგორ იხარა, როგორ განორჩდა რქის გამოტანა რატომ აწუხებს, როგორც პატარას კბილის ამოჭრა.
და ქართლში აპრილს წამოვეწევი, იქ ხომ გაზაფხულს მოაქვს ფერები და დასაწერი ჩემი ლექსები. |


