კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
სამშაბათი, 17 ნოემბერი 2026 06:53

 

ზღაპარ იყო, ზღაპარ იყო,

ახალწელი დამდგარიყო,

ყველა მწარე საფიქრალი

სულ თაფლივით დამტკბარიყო!..


აღარავის არ ციოდა,

ყველას გული გამთბარიყო,

შური, ღვარძლი, ბოროტება

სამუდამოდ გამქრალიყო.


ზღაპარ იყო, ზღაპარ იყო,

სურვილები ამხდარიყო

მჭლეს ფერ-ხორცი მისცემოდა, 

მსუქანი კი გამხდარიყო!..


ხელმრუდი და ხელთუპყარი

ქვეყნად არსად აღარ იყო!.. 

გულბოროტი, გაიძვერა

კაი გზაზე დამდგარიყო!..


მოსულიყო თოვლის პაპა, -

სიხარულით აღარ იყო, -

გვილოცავდა ჭერს და ფუძეს,

შაქარივით დამტკბარიყო!..


ღვინო ესვა დიდი ყანწით,

ცოტა კიდეც დამთვრალიყო, 

შეცივნული გასათბობად

ბუხრის პირას დამჯდარიყო!..


გავიღვიძე! - გუბე იდგა! -

საცოდავი დამდნარიყო!..

ზღაპარ იყო!..

ზღაპარ იყო!..

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen