კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
სამშაბათი, 17 ნოემბერი 2026 05:59

 

გილოცავთ ჩემო შვილებო,

ახალ წელს სულით გულითა,

დაესწართ მრავალს ამ დროსა

სულ სხვაგვარ სიხარულითა!..


გიგზავნით მსხალს და ჩურჩხელას,

ვაშლით გაჭიკნილ კალათსა

ჭრელ წინდებს ჩემგან დაქსოვილს

და სათითაოდ ხალათსა.


ჩამიჩსაც ბლომად ვაყოლებ, -

წელს კარგად გვესხა ბაღებსა,

ზოგი თქვენ, ზოგი მამიდას,

ზოგიც თქვენს ამხანაგებსა.


ბიძია თომას ეხლა-კი

თამამად მოუხარია;

მოაქვს კაკალა პურები,

წყვილიც შემწვარი ვარია...


მამიდას უნდა ბოდიში

შემოვუთვალოთ ყველამა,

იხვი და ბატი გაგვიწყო

იმ სავერანო მელამა.


ამ ჟამად ვერას ვუგზავნით

მოსახარშ-შესაწვავადა,

სააღდგომოდ-კი ყველაფვერს

მე ჩამოვუტან თავადა...


აქ ისევ ჰყინავს და სუსხავს,

სუყველგან ცუდი დარია,

თოვლის ქვეშა წევს უძრავად

დიდი მთა, დიდი ბარია.


საგაზაფხულო მზის სხივი

ისევ ცას მოუპარია.

შავს ნისლებს დასდევს ღრიალით

აღმოსავლეთის ქარია.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - შიო მღვიმელი  • • •   შიო მღვიმელის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen