|
ახალ წელს მაინც მოვიდა თოვლი, და ლოცვის ცრემლით სავსეა ბროლი, - მოეც მამულის დანისლულ ქედებს, მოეც ყოველთა სიმშვიდე ყოვლით!
გაივსო ჯამი და დაიბადა ვაჟი თუ ქალი აწ და მარადის! აწ და მარადის! მტერს და მოშურნეს დაუდგეს თვალი!
და ცა ბაცდება ღია სმარაგდით, - საქართველოსთვის დანთებულ სანთელს, სამმობლოსათვის დაწყებულ საქმეს, შენ გაუმარჯვე აწ და მარადის! |
|
პოეზიის გვერდი • • • |


