კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
სამშაბათი, 17 ნოემბერი 2026 05:43

 

მეკვლე ვარ! კარი გამიღეთ! -

მოვდივარ გახარებული;

უწინამც თვალი დამიდგეს,

თუ დამხვდით აცრემლებული...


მოვალ, თან მომაქვს სიამე,

გულითა მხიარულითა!

ღმერთმა გაშოროთ სიმწარე,

აგავსოთ ტკბილეულითა!


იცოცხლეთ, იბედნიერეთ,

ნუ დაეცემით სულითა;

წინ დახვდით ჭირს და განსაცდელს

გაუტეხელი გულითა.


მოვდივარ! მომიხარიან!

გილოცავთ ხონჩა ძღვენითა!

ღმერთმა მრავალს წელს დაგასწროთ

აგავსოთ შვება-ლხენითა!


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - გიორგი ქუჩიშვილი  • • •   გიორგი ქუჩიშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen