|
გადავწყვიტეთ, ჩვენს ეზოში მოვრთოთ ნაძვი, მაღალი! მარტო ჩვენთვის ხომ არ დგება წელიწადი ახალი?!
ვინ შეწვდება მის ტოტებს? დახმარება ყვავისა და ციყვებისგან ვითხოვეთ.
ბეღურების ოჯახიც, სხვა ხეებსაც უხარიათ, რომ ვართ ასე ყოჩაღი.
გავუკვანძეთ ფერადი, ფისოებიც მოგვეხმარნენ როცა ბუშტებს ვბერავდით.
ფიფქიც ცვივა ფანტელად, ისე, ისე ლამაზია ჩვენი ეზო, არც გვჯერა.
თოვლიც არის ნამდვილი ახლა თოვლის პაპას ველით, გვესტუმრება ხვალ დილით! |


