კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
სამშაბათი, 17 ნოემბერი 2026 09:10

 

 

 

შენს სადღეგრძელოს, ახალო წელო,

ვსვამ მამაჩემის შევერცხლილ კულით.

მადლად მიიღე ეს სადღეგრძელო -

ამონათქვამი ანკარა გულით.

სადაც წახვიდე - ქვაც აგიმწვანდეს,

ყლორტები გექცეს მებრძოლ ბიჭებად.

იარო - დევის ნამუხლარს ჰგავდეს

შენი ყოველი გადაბიჯება.

გულში ჩაინთე ერების ძმობა,

იდიდებოდე დიდის დიდობით.

იყავ მდიდარი, ვით „გამარჯობა!“

ღარიბი - როგორც სიტყვა „მშვიდობით!“

მტერი ვერ ამჩნევს შენს თვალს ახელილს,

გიტევს! თამამად! იყავი ფრთხილი!

კენჭებს ესვრიან ხშირად იმ ხეხილს,

რომელსაც ბლომად ასხია ხილი.

აავსე თასი! შესვი! გაამოს!

აგევსოს დღენი, ახალო წელო,

რომ ქვეყნის დუშმანს, ბნელს, უღიმღამოს,

ეს გამარჯვებაც დაუსახელო.

იდიდოს შენი ნორჩი სახელი,

შენს სადღეგრძელოს ყოველ წელს ვსვამდე,

ერთად ვიაროთ, - ჩამკიდე ხელი, -

გამარჯვებიდან გამარჯვებამდე.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იოსებ გრიშაშვილი  • • •   იოსებ გრიშაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen