კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
სამშაბათი, 17 ნოემბერი 2026 06:00

 

განა ჩვენ არ შეგვიძლია 

გავაკეთოთ წრე და განი 

და ვიცეკვოთ ასოებით 

ლასი, დონი, ვინი, განი?


ეს ციფრები - თაგვებია, 

და ანი კი ვითომ კატა, 

არ შეუშვათ! შეხე... შეხე... 

სირბილს როგორ მოუმატა.


ხელი მაგრად დავიჭიროთ, 

რომ არ გაწყდეს ჩვენი რკალი; 

თორემ კატა თუ შევუშვით - 

ვაი, მაშინ თაგვის ბრალი!


ბიჭოს! ონმა ჩაიჩოქა, 

საწყალს ფეხმა უღალატა. 

შინი ჰყვირის: „ჩქარა ხელი! 

თორემ წრეში შევა კატა“.


ანი ონზე გადახტება,

ნოლს დაიჭერს მოცინარი

და პირღია დარჩებიან:

პარი, ზენი, ბანი, ნარი.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იოსებ გრიშაშვილი  • • •   იოსებ გრიშაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen