კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2026 07:16

 

შენს ბარათს რომ დავაკვირდი,

შვილო, სულ არ მომეწონა!

ეს რა არის? როგორა წერ?

ასოა თუ ფიჩხის კონა?


"ა" "ე"-სა ჰგავს, "ბანს: კი - "მანი",

"რ"-ს არ ხურავს თავსახური.

თითქოს ურემს გადაევლოს,

მჭლე არის და უსახური.


ზოგი ასო უთოსა ჰგავს,

ზოგი კიდევ - ჩიტის ბუდეს,

და მიყრილი სტრიქონები -

ძველი სახლის აბლაბუდებს.


ო, ჩვენს ქართულ ხელნაწერებს

რა სჯობია, აბა, მითხარ?

წაკითხვაც რომ არ გინდოდეს,

დაგაწაფებს წასაკითხად.


ამიტომაც ვიდრე, შვილო,

მოსწავლე ხარ, ახალგაზრდა,

უნდა ლამაზ წერით შეძლო

შეჯიბრება ლამაზ აზრთან.


უნდა წერას დაეუფლო

ურბილესს და ულამაზესს,

უნდა ბევრი იმუშაო

ქართულ ხელის ჩუქურთმაზე.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იოსებ გრიშაშვილი  • • •   იოსებ გრიშაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen