კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
კვირა, 15 ნოემბერი 2026 11:21

 

ვამაყობთ მწვანე მინდვრებით, მთებით,

შენით, - მზის სხივთა ოქროს ვარაყო.

რუსთველის ცეცხლის ღადარზე ვთბებით,

სხვა რაღა გვინდა რამ საამაყო?!


ვამაყობთ ძველთა ნალესი ხმლებით,

უძლეველობა ჩვენი რომ ცხადყო.

მთაწმინდის მიწას ბაგით ვეხებით,

და სხვა რაღაა რამ საამაყო?!


ოდითგან გვხმობენ სამოთხის მკვიდრებს,

გმირულ წარსულით ელვარებს აწმყო,

არაგველების სულითა გვზრდიდნენ,

აი, ეს მართლაც არს საამაყო!


გასაჭირშიაც ვიდექით მხნედა,

გვწამდა მამული - ხატება წმინდა.

ქართულ "ნანინას" გვიმღერდა დედა

და საამაყო მეტი რა გინდა?!


გული ხალისით მისთვის გვაქვს სავსე,

დავალთ ამაყად და ვსუნთქავთ შვებით,

ქართული ზეცა გვახურავს თავზე,

გვაქვს საქართველო, ვართ ქართველები!


ყველა გვიწოდებს სამოთხის მკვიდრებს,

ამ ჩვენს მიწაზე წამით ვინც დაჰყო.

არ დაგავიწყდეს, არ დაგავიწყდეს,

რომ ქართველობა არს საამაყო!

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen