კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
კვირა, 15 ნოემბერი 2026 11:28

 

მამულო ჩემო, ჩემი სათქმელი,

ლექსის პწკარებში, რომ ვერ დავტიო,

რომ ვერ ვუშველო იარებს შენსას

ეს უძლურება გთხოვ, მაპატიო.


მე ისევ ვნახე შენი ედემი,

სევდით მოსილი ხეთა რტოებით,

მტარვალთა ისრით მკერდში დაჭრილი

სდგახარ მდუმარე განმარტოებით.


მითხარ ტკივილი რით დაგიამო,

ცრემლი შვებისა როგორ გადინო,

მინდა, შენი ცა, შენი მთა–ბარი 

ბედნიერ ფერებს მოვაქარგვინო.


სხვა რა გიშველო, ეგ არის მხოლოდ,

ვარ მოზიარე შენთა ტკივილთა, 

შენი ლამაზი ცისა და მიწის

ტკივილს და ლხენას გულთან მივიტან.


შენზე ლოცვაში ნაწრთობი ლექსი 

მთების ნიავის მისდევს დინებას

ხან წვიმის წვეთად, ხან თოვლის ფიფქად,

მოვა და მკერდეზე დაგეფინება.


ჩემი ფიქრი კი ყოველ განთიადს 

შეხვდება ჯვართან, სვეტიცხოველთან,

და მუხლმოყრილი შენი მეხოტბე

შენთვის წყალობას შევთხოვ ყოველთა.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen