კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
კვირა, 15 ნოემბერი 2026 11:43

 

როს ჭრილობით იტანჯები, გეწამლება სული,

სიკვდილს ებრძვი, გებინდება სიყრმის გაზაფხული,

ან ტყვედ ჰყავხარ მარტოობას, უნუგეშო სევდას:

ვის იგონებ? ვის ეძახი, განგიკურნოს წყლული?

- მარად ტკბილსა და საყვარელს, დაუვიწყარ დედას!


როს შორეულ უცხოეთში მწუხარებას ჰმონებ,

თვალი ცრემლით გენამება, ფიქრით გულს იღონებ,

სწუნობ, ვეღარ ეგუები სხვა მზესა და მდელოს:

ვისზე ფიქრობ? მწარე კვნესით, ოხვრით ვის იგონებ?

- ჩემს სამშობლოს საყვარელსა, ტურფა საქართველოს!


შორს მყოფს კარზე რომ მოგადგეს უღვთო აღსასრული,

გულმა ცემა გაანელოს, შეგიღონდეს სული,

ჩადიოდეს შენი დილა, ყოფნა შავს კუბოში.

სად ინატრებ, სად ისურვებ იჰქმნე დამარხული?

- ჩემს დედასთან, დაუვიწყარ, ნეტარ სამშობლოში!


ორი მტერი რომ გაგიჩნდეს ვაჟკაცს ძალა-სრულსა,

ერთი ერსა გიჩაგრავდეს, საყვარელ მამულსა,

მეორე კი, პირად სატრფოს, პირად საყვარელსა,

პირველ მახვილს რომელს ჩასცემ, ვის გაუპობ გულსა?

- ჩემს სამშობლოს მოღალატეს, ერის დამჩაგვრელსა!

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen