კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ორშაბათი, 16 ნოემბერი 2026 12:07

 

სული გვქონდეს უსპეტაკესი თოვლისა!

პირადად მე სიკვდილამდე მექნება -

მხოლოდ ერთი სიხარულის შეგნება:

პოეზია უპირველეს ყოვლისა!

პოეზია უპირველეს ყოვლისა!


და გვარდია მიყვარს. მასთან ნახევარ

გზად დაღლილი არავის არ ვუნახივარ.

ერთი გვანეთებს შუქი სვეტიცხოვლისა:

საქართველო უპირველეს ყოვლისა!

საქართველო უპირველეს ყოვლისა!


დაგამცირონ, მაგრამ ვერსად დაგტიონ;

მაინც დაფნად გელის შენ, გალაკტიონ,

ამღერება, რეზონანსით მოვლისა,

პოეზია უპირველეს ყოვლისა!

პოეზია უპირველეს ყოვლისა!


დღეს ჰყვავის ბზა, ალუბლები, ატამი …

ისევ დღეა შენი, მაშასადამე -

შორი სული დოვინ დოვენ-დოვლისა…

საქართველო უპირველეს ყოვლისა!

საქართველო უპირველეს ყოვლისა!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - გალაკტიონ ტაბიძე  • • •   გალაკტიონ ტაბიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen