კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
კვირა, 15 ნოემბერი 2026 11:54

 

ვმადლობ, რომ მაჩუქა ღმერთმა,

შენი სიყვარულის მადლი.

თუმცა ვერ გამათბო ღველფმა,

თხელი ყინულივით დავდნი.


წუთით მოსვენება არ მაქვს,

დროა ისე ძალზე რთული,

მუდამ მტკივნეულად დამაქვს,

შენთვის დაისრული გული.


უფრო ბედნიერი ვხდები,

როცა შენ გიკეთებ რამეს,

ფეხზე წამომდგარი ვხვდები -

შენთვის გათენებულ ღამეს.


გული ისე რეკავს - მალე,

ხმალი მოუქნევლად გაცვდა,

ნეტავ რა იქნება ხვალე?

მბოჭავს საოცარი განცდა.


ამდენ ფიქრებსა და დარდში,

თხელი ყინულივით დავდნი,

ვმადლობ რომ მაჩუქა ღმერთმა -

შენი სიყვარულის მადლი.

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen