კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
კვირა, 15 ნოემბერი 2026 13:02

 

(ვუძღვნი ქართველ ყრმათა გულის გამფურჩნელის და დედა-ენის თავგამოდებულ დარაჯის ი. გოგებაშვილის საფლავს)

 

სამშობლოვ ჩემო, მიიღე

ნაღველიც ჩემი გულისა,

აქაც ვართ მზიარებელნი

შენი დარდის და წყლულისა.


მანდ რომ გულს დაჰკრავს ისარი -

აქ წვერი მკერდზე ტრიალებს,

კავკასიონის ზვავის ხმა

ჩრდილოეთს დაიგრიალებს.


სამშობლოვ ჩემო, მიიღე

ნაღველიც ჩემი გულისა,

შენს მკლავზე თვალი დახუჭა

შემხვევმა შენი წყლულისა.


შენ ერთი იყავ მის სატრფო,

საუნჯე სიყვარულისა,

შენ შემოგწირა სინორჩე,

ჭაღარაც თვისი გულისა.


კუბოს დასცქერი - ჰკითხულობ

თვით შენს ტანჯვას და წვალებას,

კუბოს დასცქერი - ჰკითხულობ

თვით შენს ტანჯვასა და ვაებას.


დასტირი ცხედარს ცრემლებში,

დასტირი შენსა იარას,

ცხედარს დაჰყურებ, - დაჰყურებ

შხამით აღსავსე ფიალას:


შვილნი სწურავენ, შვილნი სმენ,

შვილებს თან მიაქვთ სიმწარე

სად თავგანწირვა იციან -

არა, არ კვდება ის მხარე!


ეს არის შენი ნუგეში

დღეს დიდებულის საფლავზე,

ვარდია შენი ცრემლები

ტკბილ დედა-ენის კალამზე.


ეს არის შენი ნუგეში:

გმირს კიდევ გმირი მოჰყვება,

ერი, ვინც მათ ზრდის უბეში,

არა, აროდეს მოკვდება.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - იროდიონ ევდოშვილი  • • •   იროდიონ ევდოშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen