|
ჯერ ირგვლივ ცხადად ვერაფერს არჩევს თვალი, სინათლეს შეუჩვეველი, ჯერ არ ჩანს, როგორ უაზროდ ვხარჯეთ ჩვენი მამულის მწვანე ტყე-ველი.
წმინდათა წმინდა საკურთხეველი; თუ ვით დაგვებნა მთავარი აზრი აქამდის მუდამ მტერთა მძლეველი...
ბურანში მყოფნი ნელა ვირჯებით, ვით მეორე დღეს უგონო მთვრალებს - ჯერ გვეშინია გამოღვიძების.
კითხვები, დღემდე რომ ვირიდებდით, რადგან ნათდება შუქით ცხოველით ცხოვრების მრუმე ლაბირინთები.
მზე სხივნათელი, მზე - უკვდავების, ცის სილურჯეში ქართულმა მთებმა უკვე ასწიეს თეთრი თავები!
მამული ფრთოსანთ ჟივილ-ხივილით, უკვე იღვიძებს სისხლი ქართული, თუმც გაღვიძებას ახლავს ტკივილიც...
მხოლოდ სიცოცხლის არის ნიშანი. დიდხანს გვეჭირა სული კბილებით, წყალნი მიდიან, რჩება ქვიშანი.
დაე, გაგრძელდეს კუბოს კარამდის! სალამი ამგვარ გამოღვიძებას, გამოღვიძებას აწ და მარადისს! |


