კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
კვირა, 15 ნოემბერი 2026 14:00

 

მუშაობა მთავარი

უკვე გაწეულია: 

ჩვენი კოხტა მთა-ბარი 

ლამის დაქცეულია!


ტყეში ჩიტი არ გალობს, 

წყალში თევზი არ ცურავს... 

სხვას ვის გადავაბრალოთ,

ჩვენ ვიშრომეთ კაცურად.


ამოვხაპეთ ძალუმად, 

არნახული შეტევით, 

ცხადადა თუ მალულად, 

გეგმის გადამეტებით.


შემართებით ჩვეულით 

საქმე აწყობილია: 

მთები - დანგრეულია, 

წყლები - აღობილია.


საქართველოს სხეული 

დაშლილ-დაყოფილია... 

მონაგარ-მიღწეულით 

ხალხი კმაყოფილია!


წარმატებით ვამრავლებთ 

სასახელო თარიღებს,

ხოლო მიწამ საბრალომ,

რა ქნას? ხმასაც არ იღებს.


მუშაობა მთავარი 

უკვე გაწეულია: 

ჩვენი კოხტა მთა-ბარი 

ლამის დაქცეულია!

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen