|
რატომ უნდა გადავცვალო წმინდა წყარო მღვრიე რუში, რატომ უნდა ვანაცვალო ჩემს წმინდანებს სხვისი მრუში.
თვითონ სხვათა საპატრონომ ჩემეული ეზო-ყურე რატომ უნდა გადატორონ.
ჩემი ბრძენი ხალხის შემდეგ, ვის ცოდვებსაც ვერც კი მოთვლი რატომ უნდა მარიგებდეს.
ჩვენს აკრძალულ გაზონებზე, სხვათა ტანზე მოჭრილ თარგებს ჩვენ რად უნდა გვაზომებდნენ.
ჩვენს ეზოში სხვათა ძაღლებს, ან სეირის მაყურებელს ვპატიობდეთ სისაძაგლეს.
მივაქვავოთ უცხო- ნაცნობს, ბედის კვერი ჩვენი ხალხის დროა თავად ჩვენვე ვაცხოთ.
ღვარძლით სავსე დარბაზები, აღარ გვთვლიდეს ქვეშევრდომად, არ გვიტევს გაბრაზებით.
ჩვენს რაინდულ წესს და ჩვევებს აღარ ედოს ჯაჭვ- ბორკილი "გვეყუდნოდეს თავი ჩვენვე".
როგორ ზიდოს ცოდვა კრემლის, რატომ უნდა აცხონ სხვებმა საქართველოს ბედის კვერი. |


