კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
კვირა, 15 ნოემბერი 2026 11:42

 

როდემდე ვუგოთ ერთმანეთს კაკანათი,

როდემდე ვიყოთ ძმები ძმის მტრები.

რა გვაქვს სამტრო და საკამათო,

სად გვაქვს გასაყოფი ზვრები და ტბები.


ერთი მზე გვათბობს - ერთი მზე დაგვცქერის,

ერთი წინაპრის ნაკვალევს ვკოცნით,

ერთი გვაქვს სჯული, ჭალა და თუ ჩანჩქერი,

ერთნი ვართ სისხლით, ხორცით.


ნუ გავხდით ჩვენს ამბავს საიგავოდ,

ნუ დავაპურებთ უძღებს.

ძმამ ძმა ბეწვის ხიდზე გავიყვანოთ,

ვამრავლოთ ჭერი და ფუძე.


ვახაროთ აჭრილი ნერგები თვითონვე

რაც მტრობით მოცელეს, მოწვეს,

თორემ თვით გავხდებით, იცოდეთ,

ჩვენივე დაღუპვის გარეშე მოწმე.


თორემ ხელი ერთპირ განქარდება,

რაც წლობით მამებმა დუღაბით შეკრეს,

თავზე დაგვატყდება ანათემა,

სხვა მიუპატრონებს გელათს, ნეკრესს,


აღარ ეყოლება გამკითხველი

მტრობას, შურს, ღალატს და შფოთვას,

აღარ ეყოლება წამკითხველი

ილიას, ვაჟას, შოთას.


ძმამ ძმა ბეწვის ხიდზე გავიყვანოთ,

ნუ გავხდით ჩვენს ამბავს საიგავოდ.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მედეა კახიძე  • • •   მედეა კახიძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen