|
როს მომესმის შენი კვნესა, მკერდს მიდაგავს ცეცხლის ალი, და, ვით შტოსა გაძარცულსა, მძლავრად მარხევს ქარიშხალი!
ბედკრულს მისი ტლანქი ძალი, ვაჰ! რა მწარე არის ჩემთვის ეს ცხოვრების ქარიშხალი!
გვირგვინს გიწნავს ჟღერა ქნარის, ზურმუხტ მკერდზე გექარგება, სხივ-ნათელი ვარსკვლავ-მთვარის!
ბნელში ჰქრება ნათლის თვალი, და შენც ჩემებრ გსუსხავს, გარხევს, ულმობელი ქარიშხალი! |


