კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
კვირა, 15 ნოემბერი 2026 12:04

 

(ბიჭებს)

 

არ დაუჯეროთ მლიქვნელ კლარკებს

ვიცი, რომ ერთი ოცნება გხიბლავთ,

თქვენი სამშობლოს დარდი გაბერებთ,

დამარცხებული ქართველი გწიხლავთ.


იქ გიყვართ ყოფნა, სადაც შევარდენს

ცა ირაოთი დაუხაზია,

დასაბამიდან, ვიდრე ჩვენამდე

ამბორს ვყოფთ, სიტყვას ფარნავაზიანს.


სად ქარაფების ძარღვებში მოქრის

ნაომარ სულთა დიდება, წინსვლა,

და წინაპართა ნაღეჭი ორთქლი

ზეცას ჩამოჰყავს თალხისფერ ნისლად.


საიმედონი, ერთგული ყმანი

ხართ მედროშენი, ასე მგონია,

სამშობლოს გარდა სხვა სათაყვანო

არც გინატრიათ, არცა გქონიათ.


იმას ოცნებობთ, რომ სისხლი თქვენი

წინაპართ კვალად ძარღვებში დუღდეს,

ამაყობთ თქვენი ქართული გენით,

და ამ გენისვე ატარებთ უღელს.


არ დაუჯეროთ მლიქვნელ კლაკერებს,

ვიცი სამშობლოს არ გაცვლით, არა,

ცას ვაჟკაცობას შემოაკერებთ

და თავმდაბლობას ირგუნებთ ფარად.


ჩემზე რა გითხრათ, თავდაღმართს ვუმზერ

და იწრიტება დღენი სიცოცხლის,

მეც საქართველო მეწერა გულზე,

მეც საქართველოს მზეში ვიწვოდი.


უკანასკნელი ფიქრი მკლავს, ძმებო,

შეუბრალებლად მაწვალებს მუდამ,

ძვლები ამ ქართულ მიწაში მედოს,

ვიცოცხლო ისე, ვით მამას სურდა.


არ დაუჯეროთ სიყალბის მსახველს,

ყველა ღიმილი განძია განა?

ელოლიავეთ სამშობლოს სახელს,

დადექით, სადაც გმირები დგანან!


მეიმედებით, გაცხელდა გული,

ვით გიჟი, ვიფხრეწ დარდის არტახებს,

ვიბრძოლებ, სანამ ცხოვრების წყლული

მომკლავს და სულ მთლად გამაპარტახებს.


დამჟანგებია სიტყვა და ხმალი,

ვწუხვარ, რომ მეტად ვერ შეგიყვარეთ,

აჰა, თქვენ ჩემი წილი ბორჯღალი

და საქართველო გადაიბარეთ!

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen