კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
კვირა, 15 ნოემბერი 2026 12:41

 

ჰგავს საქართველო უგუმბათო ბაგრატის ტაძარს...

ოდესღაც კოლხეთს ეძახოდნენ მარების მხარეს;

ეს იყო მხარე მეომარ ქალთა, ანუ მარების.

აქ დიუფალი ლამარია მწყემსავდა ხარებს,

ლამარია, ღმერთი სიკვდილის და მწუხარების.

მარადიული სახლი უფლისა იყო სამარე;

მარადიული ნება უფლისა იყო სიზმარი;

სახე უფლისა იყო მთვარე, ანუ ყამარი;

ჟამი ლოცვისა იყო ელამზე, დილა ცისმარე.

მარანი იყო სალოცავი ადგილი მათი

და ლოცულობდნენ განმარტოებით, მალვით, ფარულად;

მართვა იყო უწმიდესი წესი, ადათი;

ზეიმთა შორის უდიდესი იყო მარულა.

და უმთავრესი საქმე მათი, მათი ხელობა

იყო თურმე მარჩიელობა, მარიკელობა

და ამიტომაც, ამორძალებს, გრძნეულ მარ ქალებს

ბრძენნი ქარიტებს უწოდებდნენ, დებს, ანუ დალებს.

და ორად იყო გაყოფილი ერთსამმართველო,

იმერ და ამერ და კაშკაშებდა ვითა მარიხი

სამშობლო ჩვენი, ქარიტი ველი, თუ საქართველო,

თუ მარგალიტი ზღვის ტალღებით გამონარიყი.

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - მამუკა სალუქვაძე  • • •   მამუკა სალუქვაძის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen