კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
კვირა, 15 ნოემბერი 2026 11:34

 

გულის ფარებით

რა ლამაზი ხარ

მზესუმზირის მზეო ყვავილო,

რა ლამაზი ხარ,

თუ შევძელით შენი დანახვა.


ოქროს მინდვრებო,

დასაცავო გულის ფარებით,

„ბედნიერი” ვარ

თუ მთლიანად ვან გოგს არ გაჰყვა


ეს ფერები და სივრცეები

მზის და ქარვების...

ეჰ, წინაპრების წყაროებო,

ნაღვარღვარებო.


რა ლამაზი ხარ

თუ შვძელით შენი დანახვა,

რა ლამაზი ხარ,

მზესუმზირის მზეო ყვავილო.

 

წინაპრის შავი

ცრემლებია შენი თესლები,

მოუბნევიათ ქიზიყში და

ოქროს ყანები


იწევენ მზისკენ,

მზეს უმზერენ მზესუმზირები,

ფიჭა თვალებით, ჩასანთლული

გულის სინებით.


ქართველო, იქნებ

მზესუმზირას მაინც ემსგავსო,

გული თვალებში ამოზიდო,

მზე დაინახო.


ეგებ როგორმე

გაუსწორო მზის სხივს თვალები

და იგრძნო მაინც

ჩუმ-ჩუმად რომ მიიპარები...


და გაიხსენო

ვინ იყავი, ახლა ვინა ხარ,

საკუთარ მიწის გამყიდველი,

ოქროს ყანების.


მშობელი ვაზის

ამჩეხველი, არ დამხანები

და ნებით მონა

აღა-მაჰმად, ჩინგიზ ხანების!..


ო, რა მწარე ხარ,

რა მწარე ხარ, ჩემო მამულო,

ოქროს მინდვრებო,

დასაცავო გულის ფარებით!..

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen