|
შენ ვეღარ გიმზერ, ჩემი სიმღერა აღარ მოესმის შენს ცისფერ ველებს! მე მშობლიური დავკარგე კერაც, და მაინც გიწვდი ალერსით ხელებს.
შენი თხემები ჩამოქცეული? რად მინდა მოვკვდე და შეგიერთო შენ, ჩემი სისხლი, ჩემი სხეული?
თოვლი, წვიმები და ღელეები? ზღვად მოვარდნილი შენი მაისი, ქაჯებით სავსე შენი ტყეები?
ქოხში სმენილი სიმღერა ტკბილი? ზაფხულის წვიმა ისევ მასველებს, ისევ მომკვეთა ალუჩამ კბილი.
ვიწროთ ამოჭრილ სოფლის შარაზე, და მზის ჩასვლამდე თოხები ელავს აბიბინებულ გლეხის ყანაზე.
და გამოვფხიზლდი მძინარ გონებით… თითქოს ამღერდნენ ჩემში უეცრად სერაბიმების ლეგიონები!
ამ ულაჟვარდეს, უძირო ზეცით. მოვზილო მჭადი, და როგორც წინათ კვლავ ავაფიცხო ბუხართან კეცით.
გადავიწყება შენი სიმწვანის! ვხედავ - მარნები მაჭრით ივსება და ოქროდ ღელავს სიმწიფე ყანის.
გააქვს ჭრიალი ღამეში ურემს და გლეხსაც სძინავს ყანის ნაპირზე, როცა შუადღით მზე დაახურებს.
უხვად მორწყულო მზითა და მთვარით! მე შენს კალთებში დავეძებ კუთხეს, მომეცი შენთან თავშესაფარი!
სადაც ქართულათ აკვანს არწევენ, მანახე შენი ზეცის კაშკაში, მასმინე ხმები გულს რომ ანგრევენ!
გადავირბინო შენი ნოხები! რომ ფეხშიშველმა ვიარო ველად, ვიყნოსო კვამლი შენი ქოხების!
ჭალადიდის და ორპირის კუთხის, სადაც ნიავის ფრთებით დილაზე მოჰქრის შავი ზღვის სურნელი მწუთხე.
გარშემორტყმულან მაღალ ისლებით, და ზეცის კიდეს, გახვეულს ალში, მძიმეთ არხვენ ლურჯი ნისლები.
რომ გითხრა მაინც: სურვილი ახდა - მე ვარ ბულბული ამღერებული, ატირებული საყვარელ ბაღთან!..
სალამურივით მკერდში მიმღერის, რომ ვარ ქართველი, ქართული რჯულის და მიყვარს შენი ქვიშა და მტვერიც!
ეს მშობელ ზეცის კურთხევა მიცავს!.. მოვედი შენთან, რომ მორიდებით კიდევ ვემთხვიო შენს წმინდა მიწას! |


