კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
კვირა, 15 ნოემბერი 2026 13:26

 

თბილისი, ბაქო და ერევანი! -

რა კარგი თქმაა, რა დიდებული,

ეს ერთი ვაზის სამი მტევანი

ძმურ მარანშია დაკიდებული.


ჯერ კიდევ ძველად საქართველოში,

როცა მეფობდა ისარ-მშვილდობა,

როდი ვისხედით მყუდროდ ჩეროში,

ვიბრძოდით, ვჭექდით: „გვინდა მშვიდობა!“


საიათნოვა, აშუღთა მამა,

ჩანგს რომ უკრავდა მხნედ, არხეინად,

ისიც კი მტრისკენ გაიჭრა სამად, -

სიმღერით ქედი მოახრევინა.


ჩვენს ალალ გულებს, ჩვენს მაგარ ძარღვებს

საფუძვლად ძმობის სიმართლე უძევს.

არ დაირღვევა, არ დაირღვევა

პარტიის სიბრძნით ნაშენი ფუძე.


და თუ გაბედავს ვინმე აფთარი,

რომ ხის ფოთოლიც კი შეათრთოლოს,

ჩვენი ლაშქარი მუდამ მზად არი

უნასთა ბუდეს მოუღოს ბოლო.


თბილისი, ბაქო და ერევანი! -

რა კარგი თქმაა, რა დიდებული,

ეს ერთი ვაზის სამი მტევანი

ძმურ მარანშია დაკიდებული.

 

პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - იოსებ გრიშაშვილი  • • •   იოსებ გრიშაშვილის პოეზია

შეიძლება დაგაინტერესოთ

ოჩოპინტრე

გაგაგა



ფდფდფ

ოჩოპინდრე

₾
შეიძინეთ პაკეტი

მიიღეთ შეუზღუდავი წვდომა

ერთი კვირა
3 ლარი
ორი კვირა
5 ლარი
ერთ თვე
7 ლარი

დაამატეთ Aura.Ge

დააჭირეთ:   Share
აირჩიეთ:   Add to Home Screen