|
რა მიყვარს? - ჩემი ზვიადი მთები, ჩემი ქვეყანა მზით მონანავე, წიფლების ძირში ლურჯი იები, მზის ამოსვლისას თვალს, რომ ნაბავენ.
განთიადების იდუმალება, მთებში ჯანღი რომ შემომეხვევა და მოლაღურის მესმის გალობა.
წისქვილის როკვა, კაკბის კაკანი, ღრუბლები ცაზე მოციალენი, - დედის მძებნელი თეთრი ბატკანი.
შევნატრი ამ ველთ, ამ ქედებს, ამ ცას, ტილოს გავანდობ გულში ნატარებს, ჯერ რომ დავხატო და მერე დამწვას. |


